ახალი ამბები
ცაიშში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი, სავარაუდოდ, 2020 წელს აშენდება
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში, არსებული ნაგავსაყრელის ადგილას ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი, დაახლოებით, სამ წელიწადში აშენდება. ამის შესახებ რადიო „ათინათის“ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხაშვილმა განუცხადა.მისი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს სრულად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი დააფინანსებს.

„ახალი ნაგავსაყრელი გულისხმობს ნაჟური წყლების მართვას, შესაბამის მიწისქვეშა საფენებითა და საიზოლაციო ფენებით, წყლის გამწმენდ ნაგებობებს, ჰაერის ემისიების მართვას, შესაბამის ინფრასტრუქტურას, აღჭურვილობასა და ყველა იმ დეტალს, რასაც საქართველოს კანონმდებლობა და ევროპული სტანდარტები ითვალისწინებს“, - აღნიშნა შუხაშვილმა.



გარდა ნაგავსარელის მოწყობისა, პროექტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევროა, არსებულის დახურვასა და ზოგადად, რეგიონში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს. ასევე, დაიხურება ფოთისა და ცაიშის ნაგავსაყრელები. ფოთში და წალენჯიხა-ჩხოროწყუში კი დაგეგმილია გადამტვირთავი სადგურების აშენება.

„ეს არის კომპლექსური პროექტი, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტი აღიჭურვება ნარჩენების შესაგროვებელი მოწყობლობებით, მანქანებით, ურნებითა და სხვა ინფრასტრუტურით, მოეწყობა სოციალური კამპანიები“, - დასძინა კომპანიის დირექტორმა.

რაც შეეხება ვადებს, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო ტენდერი, სავარაუდოდ, მომავალ წელს გამოცხადდება, უშუალოდ სამუშაოები კი 2019 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება და დაახლოებით, 2020 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

სულ საქართველოში 8 საერთაშორიო დონის ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობაა დაგეგმილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.