ზუგდიდში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის ქალაქში
საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი
ზუგდიდს თბილისის მერიამ ათხოვა.
რაც შეეხება ღონისძიებებს, ისინი 22 დეკემბერს ქალაქის სკეიტ პარკში
ნაძვის ხის ანთებით დაიწყება და 7 იანვარს ალილოთი დასრულდება. ახალი
წლის ღამეს დაგეგმილ გალა კონცერტში კი მონაწილეობას ადგილობრივი
შემსრულებლები მიიღებენ, მათ შორის, ანსამბლი "ოდოია", ანსამბლი
"ცისკარი", "ჩელა" თიკო თოდუა, ლაშა თოდუა და სხვები.
„თანხა არ არის გათვალისწინებული კონცერტებისთვის, ბიუჯეტის დაზოგვის
ბიზნით წელს მომღერლები თბილისიდან არ ჩამოგვყავს", - აღნიშნეს
მერიაში.
საახალწლო ღონისძიებების განრიგი კი ასე გამოიყურება:
22-დეკემბერი-18:00 სთ - კონცერტი (ბენდ "ზუგდიდის" მონაწილეობით,
ნაძვის ხის ანთება (სკეიტ პარკი)
27 დეკემბერი 17:00 საათი - მერის საბავშვო-საახალწლო მიღება
(ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია )
31 დეკემბერი. 22:00 საათი - საახალწლო გალა-კონცერტი
(სკეიტ-პარკი)
3 იანვარი 15:00 საათი - თოჯიონების თეატრი- საახალწლო ზღაპარი
ყველაზე პატრა მაყურებლებისთვის (კულტურის ცენტრ „ოდიშის“
დარბაზი)
7 იანვარი 12:00 საათი - საშობაო ალილო.
სულ ბიუჯეტიდან საახალწლოდ 32 000 ლარამდე დაიხარჯება, რომლიდანაც
ფოერვერკებისთვის 4 ათას ლარამდეა გათვალისწინებული. რაც შეეხება
დანარჩენ 27 000 ლარზე მეტს, აღნიშნული თანხა სხვადასხვა მოწყვლადი
ჯგუფისთვის გადასაცემი სასაჩუქრე პაკეტებისთვის არის განსაზღვრული.
სასაჩუქრე პაკეტებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ
გამოცხადებული ორივე ტენდერი, რომელთაგან ერთის ღირებულება 8 000
ლარს, ხოლო მეორის 19 702 ლარს შეადგენს, შპს „ბ.თ.ბ“-მ მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები