დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ
ბესლან ცვინარიამ 11 - თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით,
სამეგრელო
- აფხაზეთის საზღვარზე საბაჟო სამსახური უნდა ამოქმედდეს.
პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ საქონელი, რომლის
შემოტანა აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან აკრძალულია, უნდა
აღირიცხოს, ხოლო დანარჩენზე - გადასახადი დაწესდეს.
ცვინარიამ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, აკრძალული საქონლის
ჩამონათვალში ციტრუსი, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო შედის.
მისი თქმით, ენგურის ხიდზე საბაჟო საგუშაგოს გახსნის საკითხი
„აფხაზეთის მთავრობის დღის წესრიგში უკვე დგას და შესაბამისი წერილი
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განსახილველად გაეგზავნა“.
მებაჟე თვლის, რომ საკითხი შესაძლოა დადებითად უკვე მომავალ წელს
გადაწყდეს.
„საქართველო საზღვარს ადმინისტრაციულად მიიჩნევს, თუმცა, თუ ჩვენ მას
სახელმწიფო საზღვრად ვთვლით, იქ სახელმწიფო საზღვრის ყველა ატრიბუტი
უნდა იყოს“, - ხაზი გაუსვა საბაჟოს ხელმძღვანელმა.
ცვინარიამ ასევე აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ,
„აღმოსავლეთ საზღვარზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონტრაბანდის
მსხვილი პარტია ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები