ფოთის პორტში სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფოთის პორტში
16.96 ტონა სპილენძის ჯართის უკანონოდ განკარგვის ფაქტი გამოვლინდა.
შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა წინასწარ შესწავლილი
რისკების ანალიზის საფუძველზე, სომხეთიდან აშშ-ში ტრანზიტულად
გადასაზიდი საბაჟო კონტროლს ქვემდებარე საქონლის, უკანონოდ განკარგვის
შესახებ ინფორმაცია, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს გადასცეს.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები