თემაზე "კონფლიქტები საქართველოში, არსებული ვითარება და გამოწვევები" ზუგდიდში იმსჯელეს (ვიდეო)
16:02 / 16.12.2017
ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ოფისში „მშვიდობისა და
სამოქალაქო განვითარების ცენტრის“
ორგანიზებით მრგვალი მაგიდა „კონფლიქტები საქართველოში, არსებული
ვითარება და გამოწვევები“ გაიმართა. უსაფრთხოების და კონფლიქტების
საკითხების სპეციალისტმა ნანა კალანდარიშვილმა და კულტურულ
ურთიერთობათა ცენტრ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა
გიორგი კანაშვილმა ქართულ-აფხაზურ და ქართულ - ოსური ურთიერთობების
ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ელიკო ბენდელიანის თქმით, პროექტი
სამშვიდობო აქტივობებს სამხრეთ კავკასიაში ითვალისწინებს.
„ჩვენ ვხვდებით ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებს ვისაც აინტერესებს სამშვიდობო თემატიკა და ვცდილობთ
მათთან ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით, რა
მდგომარეობა გვაქვს და როგორ შეიძლება ვიპოვოთ გამოსავალი. პროექტის
ფარგლებში ეწყობა სამშვიდობო ბანაკები, იმართება მრგვალი მაგიდები,
სემინარ დისკუსიები, რომელშიც ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა
რეგიონიდან, მათ შორის, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან
მონაწილეობენ“, - აღნიშნა ბენდელიანმა.
გიორგი კანაშვილის განმარტებით, ქართული მხარე, არასამთავრობო სექტორი
და საზოგადოება აქტიურად ცდილობს ნდობის აღდგენას გამყოფ ხაზს მიღმა.
კანაშვილი თვლის, რომ გარკვეული პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა, თუმცა
პრობლემას იგი ე.წ საზღვრის კვეთაში ხედავს.
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოდიან ადამინები, სამედიცინო
მომსახურეობის მისაღებად, სავაჭროდ და ხშირ შემთხვევაში
დასასვენებლად. მიუხედავად ამისა, ე.წ საზღვრებზე გადმოსვლა პრობლემად
რჩება, სწორედ ამ ფაქტორის გამო იკავებენ თავს. ბევრი ფაქტი არსებობს
რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ოსებისა და აფხაზების დაკავების“, -
განაცხადა კანაშვილმა.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და მედიის
წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები