ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში დაკარგულ 71 წლის ზაურ ხურციას
ამ დრომდე ეძებენ. მისი მეუღლის შორენა ხურციას თქმით, იგი საღამოს
ხუთ საათზე სამსაურიდან წავიდა და მას მერე არავის
აუნახავს.
დაკარგულის ახლობლის ზურაბ მაღნარაძის ინფორმაციით, ხურციამ მასთან
ივახშმა და იქაურობა არაფხიზელ მდგომარეობაში დატოვა. სწორედ იქ
იკარგება მისი კვალი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცის ინტენსიური ოპერატიული
სამძებრო სამუშაოები მისი ადგილსამყოფელის დასადგენად ამ წუთებშიც
მიმდინარეობს.
71 წლის მამაკაცი სამი დღის წინ დაიკარგა. იგი ფოთის მკვიდრია და
სოფელ შავღელეში კარიერის დარაჯად მუშაობდა.
მასალის გამოყენების პირობები