ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის"
ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა გეგმური ინსპექტირებისას
ნიკოლაძის ქუჩაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს. გარემოს
დანაგვიანებისათვის ის 31 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა,
რაც 2კგ-ზე მეტი ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს.
ცენტრი'ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს
მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის
ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული
ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ
ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამრღვების მიმართ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები გატარდება.
მასალის გამოყენების პირობები