“ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: შესაძლოა, ტარიფი გაიზარდოს
“ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ლევან მებონიას
ვარაუდით, სემეკი მათ ტარიფს გაუზრდის. მისივე
თქმით, ამჟამად ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი მათთვის
განსაზღვრულია 1,496 თეთრი კილოვატ საათზე, ცვლილების შემდეგ კი,
სავარაუდოდ, ტარიფი 1,8 თეთრამდე გაეზრდებათ.
"ეს სამომხმარებლო ტარიფზე ალბათ იქონიებს გავლენას“, - აღნიშნა
მებონიამ.
მისივე ინფორმაციით, 2018-20 წლებში კაშხალზე სარეაბილიტაციო
სამუშაოებია დაგეგმილი, რაც შეთანხმებულია როგორც ქართულ, ასევე
აფხაზურ მხარესთან.
მასალის გამოყენების პირობები