ოჩამჩირეში მცხოვრებ ცოლ - ქმარს ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს
დაესხა. სამართალდამცავმა ორგანოებმა შემთხვევის ადგილზე მისვლის
შემდეგ დაადგინეს, რომ 19 დეკემბერს,
დაახლოებით 16.30 საათზე ბოროტმოქმედები, სოფელ არადუში, ერთ - ერთ
ოჯახში შეიჭრნენ და იარაღის მუქარით, 70 000 რუბლი, სამი მობილური
ტელეფონი წაიღეს და ადგილიდან სახლის პატრონის კუთვნილი ავტომობილით
მიიმალნენ.
ოპერატიული - საძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებულ ავტომობილს
მიაკვლიეს.
ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები