ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დღეს დილიდან ისევ დაიტბორა.
მოვაჭრეები შესაბამისი უწყებებისგან დახმარებას და იმის გარკვევას
ითხოვენ, ვინ არის ვალდებული, აღნიშნული პრობლემა მოაგვაროს.
„გუშინ იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვეს, რომ სპეციალური
მანქანა ფოთშია და მწყობრიდან არის გამოსული.
გვითხრეს, წვიმა რომ გადაიღებს, მოვალთ და გავწმენდთ ტერიტორიასო. რომ
ვიცოდეთ, ვის შეიძლება მივმართოთ ან სად დავიქირავოთ სპეციალური
ტექნიკა, ჩვენით ვეცდებოდით მოგვარებას“, - აღნიშნავენ
მოვაჭრეები.
იგივე ტერიტორია გუშინაც დაიტბორა. მოვაჭრეების თქმით, დატბორვას
ძლიერი წვიმის დროს საკანალიზაციო მილების გაჭედვა იწვევს და ეს
ხშირად ხდება.
ბაზრის დირექტორი გია კანკია კი ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია მის
საკუთრებაში არ არის და მისი გაწმენდა არ ევალება.
ამ დროისთვის ბაზრის აღნიშნულ ნაწილში ვაჭრობა შეფერხებულია.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ
მასალის გამოყენების პირობები