ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 22 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა 7,840 ღერი
უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის რამდენიმე ფაქტი
გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ
მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. ამავე ცნობით, საქმეთა მასალები,
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის
შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები