ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც დატბორილი
იყო, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიამ გაწმინდა. წყალკანალის თანამშრომლებმა შესაბამისი
სამუშაოები მიმართვის შემდეგ, შაბათ საღამოს ჩაატარეს.
„მოგვმართეს შაბათს. მოხდა ტექნიკის მობილიზება და იმავე საღამოს
გაიწმინდა საკანალიზაციო მილები“, - აცხადებენ კომპანიაში.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაქმებული მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ
დატბორვის საშიშროება უკვე არ ემუქრებათ და შეუფერხებლად მუშაობენ.
ბაზრის ნაწილი ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმის შედეგად
იტბორებოდა. მოვაჭრეების ინფორმაციით, ამის მიზეზი საკანალიზაციო
მილების გაჭედვა იყო.
მასალის გამოყენების პირობები