ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონის სოფელ
რუხში
უაქციზო სიგარეტის (ჯამში 5,060 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი
გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო
კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ
მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის
შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები