ლევან დავითაშვილი: ფაროსანასთან ბრძოლაში პოლიტიკა გვერდზე უნდა გადავდოთ
საქართველოს მთავრობა მზადაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედ
საერთაშორისო ორგანიზაციებს აზიურ
ფაროსანასთან ბრძოლაში დაეხმაროს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური ხელისუფლება ვერ
აკონტროლებს აფხაზეთის ტერიტორიას, იქ შეუძლებელია ისეთი მასშტაბური
სამუშაოს ჩატარება, რომელიც კონტროლირებად ტერიტორიაზე ხორციელდება,
წერს „აფხაზეთი ინფო“.
„ეს აქტუალური საკითხია მოსახლეობისთვის და დე ფაქტო ხელისუფლებითვის.
ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ასეთ ორგანიზაციებს. ამ
პრობლემის აქტუალურობა ყველასთვის ცნობილია, და ამიტომ, როდესაც
საკითხი ამ ტიპის გამოწვევებს ეხება, პოლიტიკა გვერდზე უნდა
გადავდოთ“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები