მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ზუგდიდის მერიაში დაიბარეს (ვიდეო)
20:27 / 27.12.2017
ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ქალაქის მერის მოადგილემ მომხდარ
ინციდენტთან დაკავშირებით ვითარებაში გასარკვევად დაიბარა.
მანამდე მაიაზერ ნანავა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობელს თეა
ანჩაბაძეს შეხვდა და ინფორმაცია მისგან მიიღო. დედის მტკიცებით, მისი
შვილი დღეს საბავშვო ბაღის ზეიმზე არ შეუშვეს.
„თავიდან მითხრეს, რომ ჩვენ მეორე ღონისძიებაზე უნდა შევსულიყავით და
აქ დასწრების უფლება არ გვქონდა, მერე მიზეზად დამისახელეს, რომ
შესაძლო იყო, ბავშვებს ზეიმი ჩაეშალათ, მოგვიანებით უკვე მოიმიზეზეს,
რომ გასაღებს ვერ პოულობდნენ. ჩემს შვილთან ერთად იქ აუტისტური
სპექტრის მქონე ორი ბავშვიც იყო“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ ანჩაბაძემ.
თეა ანჩაბაძე
ბაღის გამგესთან შეხვედრას ზუგდიდის მერიაში, რომელიც, თითქმის, ერთ
საათს გაგრძელდა, ბაღების ცენტრის თანამშრომლები და მე-15 ბაღის
აღმზრდელები დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაღის გამგემ ინეზა ზაქარაიამ
რადიო „ათინათთან“ მოკლე კომენტარი გააკეთა
და აღნიშნა, რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი
მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ.
„ამ დარბაზს სამი კარი აქვს. სპეციალურად არ ჩაგვიკეტავს. დეკორაციები
იყო იქ. ხვალ მოდით და ყველაფერს თქვენ ნახავთ“, - თქვა
ზაქარაიამ.
ჯული ზაქარაია
ქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ და შესაბამის
რეაგირებას მოკვლევის დასრულების შემდეგ მოახდენენ. მაიზერ ნანავამ
რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ინფორმაციის
დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება.
ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა
ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე
ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო
მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში
გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან არავის გაშვებას
არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს და
ზომები შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები