საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, საახალწლო
დღესასაწულების პერიოდში, დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტროს პირადი
შემადგენლობა საგანგებო რეჟიმზე გადადის.
მინისტრის გარი არშბას ბრძანებით, აღნიშნული რეჟიმი მიმდინარე წლის 28
დეკემბრიდან 2018 წლის 8 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
ამავე ცნობით, “ქალაქების და რაიონების პატრულირებისას,
განსაკუთრებული ყურადღება, მასობრივი თავშეყრის ადგილების,
სტრატეგიული
და სამთავრობო ობიექტების დაცვას მიექცევა”.
აფხაზური მედიის ცნობით, ტურისტებს და სტუმრებს სპეციალური
საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგდებათ, რომლებშიც “შს-ს მიერ
შემუშავებული რეკომენდაციები და საგნგებო სამსახურების საკონტაქტო
ნომრებია მითითებული”.
მასალის გამოყენების პირობები