ზუგდიდის მერის დავალებით მე-15 ბაღში აუდიტი შევიდა (ვიდეო)
13:07 / 28.12.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას დავალებით მე-15 საჯარო
ბაღს, სადაც გუშინ ინციდენტი მოხდა, ამ წუთებში მერიის აუდიტის
სამსახური ამოწმებს.
გოგიას თქმით,მერია საკითხს ამ დრომდე სწავლობს.
„ფაქტია, რომ ბავშვი ვერ შევიდა ღონისძიებაზე, რადგან კარი იყო
ჩაკეტილი და 10-15 წუთის განმავლობაში გასაღები ვერ იპოვეს. ეს არ
უნდა მომხდარიყო. შესაბამის სამსახურებს დავავალეთ, რომ გაირკვეს, ეს
შეგნებულად მოხდა, თუ გაუგებრობა იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს
გოგიამ.
მერის თქმით, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კანონის წინაშე პასუხს
აგებს ყველა, ვინც ინციდენტში მონაწილეობდა.
ზუგდიდის 15-ე საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა
ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე
ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო
მათ ზეიმი ჩაეშალათ. ამის შესახებ პოსტი მან სოციალურ ქსელში
გამოაქვეყნა. ანჩაბაძე ამბობს, რომ ის სამსახურიდან არავის გაშვებას
არ ითხოვს, თუმცა სურს, რომ ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩეს და
ზომები შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ.
თავის მხრივ, ბაღის გამგე ინეზა ზაქარაია ამბობს, რომ რომ იმ დარბაზის
კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ
და ოთახს ამ კარის გარდა სხვა კარებიც აქვს.
ზუგდიდის მერია აღნიშნულ საკითხს სწავლობს. მერის მოადგილის მაიზერ
ნანავს თქმით, რომელიც დღეს მშობელსაც და ბაღის გამგესაც შეხვდა,
ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე დაისჯება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
საქართველო-თურქეთის საზღვარზე თურქულმა სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის გამგებელი ბაკურ ქომეთიანი, თანმხლებ პირთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ქართული მედია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები