მთელი საქართველოს მასშტაბით დღეიდან ტემპერატურა მოიმატებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით, უნალექო ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში
შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში
ჰაერის ტემპერატურა +12 +17 გრადუსის ფარგლებში იქნება, 4 იანვარს
დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მცირედით მოიმატებს და +18
გრადუსამდე დათბება.
5 იანვრის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ზოგ რაიონში გაწვიმდება,
მაღალ მთაში კი, სავარაუდოდ, მოთოვს. ამავე დღეს, დასავლეთ
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები