რეგიონი
სოხუმი: ლუკავას გადაცემის აქცია პატიმართა გაცვლის პროცესის შემადგენელი ნაწილია
გიორგი ლუკავას გათავისუფლებას აფხაზურ საზოგადოებაში პოლემიკა მოყვა, რასაც დე ფაქტო რესპუბლიკის ადმინისტრაცია განცხადებით გამოეხმაურა.

“2017 წლის 25 დეკემბერს აფხაზურ-ქართულ საზღვარზე აფხაზურმა მხარემ საქართველოს გადასცა გ. ლუკავა. აღნიშნული აქცია იყო პატიმართა გაცვლის პროცესის შემდგენელი ნაწილი, რომელიც დაწყებული იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის თხოვნით.

2008 წლის მოვლენების, ქართული ჯარის შესვლის დროს აყვანილი იყვნენ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა, მათ შორის სამუდამო პატიმროვა მიუსაჯეს. აფხაზურ, ოსურ და ქართულ მხარეებს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ შეთანხმებები მიღწეული იყო.

გვსურს ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ გ. ლუკავა ქართული მხარის მიერ წარმოდგენილ გაცვლას დაქვემდებარებულ პატიმართა სიაში ირიცხებოდა, თუმცა, მისი გადაცემა იმ პერიოდში შეჩერდა. საბოლოოდ, ის და კიდევ ერთი პატიმარი გ. გიუნაშვილი, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ გადმოგვცა, გაცვლილი იყო როლანდ ჟიბაზე, რომელიც საქართველოს აფარებდა თავს და ბ. კვიცინიას მკვლელობისთვის იყო ეჭვმიტანილი.

საჭიროდ მივიჩნევთ, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის თავს აფარებენ აფხაზეთის მოქალაქეები. მათ შორის რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელი. აფხაზური მხარე ყველაფერს აკეთებს ამ ადამიანების გადმოცემისთვის. ეს საკითხები გალში (IPRM) ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში მიმდინარე ყველა დონეზე და შეხვედრაზეა დასმული.

შესაძლოა, ვინმეს არ აწყობდეს ის ფაქტი, რომ აფხაზეთის მოქალაქეები, რომელთაც ჩადენილი აქვთ დანაშაული და საქართველოში აფარებენ თავს, უნდა გადაეცეს აფხაზეთს და ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელი მოიხადონ.

ზემოთაღნიშნულს დავძენთ, რომ ომის დასრულების შემდეგ, ქართულ მხარეს ის მოქალაქეები გადაეცა, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა სიმძიმის დანაშაული ჩაიდინეს, ისეთები როგორიცაა გოგოხია, უგრეხელიძე, კეკელია, გერხელია, მამასახლისი და სხვა. იმ პერიოდში ამას არ გამოუწვევია რაიმე აღშფოთება ან გაუგებრობა მათი მხრიდან, ვინც დღეს სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

ქვეყნებს შორის ურთიერთობებში პატიმართა გაცვლის მსოფლიო პრაქტიკა არსებობს და ეს არის პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მივმართავთ ქვეყნის მოქალაქეებს თხოვნით, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციულ მოწოდებებს არ აჰყვნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა, 25 დეკემბერს, დაახლოებით, 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დააკავეს. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან" კავშირში ედებებოდა". მისი საკითხი მუდმივად იყო ერთ-ერთი მთავარი თემა გალის შერეული შეხვედრების დროს.

28 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მანუჩარ წვიშბაია გაათავისუფლეს. ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წელს აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.