მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში მოსახლეობას ელექტროენერგია
წუხელ საღამოს აღუდგა. უშგულის გამგებლის ანზორ რატიანის ინფორმაციით,
ამ დროისთთვის სოფელს დენი შეუზღუდავად მიეწოდება.
დიდთოვლობის გამო სოფელს ელექტროენერგია ათ დღეზე მეტი ხნის
განმავლობაში შეზღუდულად მიეწოდებოდა.
ასევე, მოძრაობა აკრძალული იყო კალა-უშგულის მონაკვეთზე, რის გამოც
უშგული მოწყვეტილი იყო ადმინისტრაციულ ცენტრს.
ამავე თემაზე:
უშგულში
ჩამოწოლილმა ზვავმა და დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
მასალის გამოყენების პირობები