ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოსგან 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს
ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიის
(სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსი
დამტკიცდა, რომლის თანახმად, 2018 წელს ელექტროენერგიის საპროგნოზო
გამომუშავება 12.100 მილიარდი კვტ/სთ იქნება. ამასთან, პროგნოზის
მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი იქნება 1.958 მილიარდი კვტ/სთ.
მომხმარებლებს 12.703 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მიეწოდება.
გარდა ამისა, 2018 წლის ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის
მიხედვით, აფხაზეთი 2.193 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას მიიღებს,
რაც იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის
საპროგონოზო მიწოდება მიმდინარე წელს გასულ წელთან შედარებით
იზრდება.
მასალის გამოყენების პირობები