ტრადიციული საშობაო „ალილო“ ხვალ 12:00 საათზე ზუგდიდის საკათედრო
ტაძრიდან დაიწყება და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის
სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდება. მსვლელობაში სამღვდელოება,
ადგილობრივი ხელისუფლება და მრევლი მიიღებს მონაწილეობას. ასევე
სპეციალურად მოწყობილ ურემზე ძღვენი დაალაგდება, რომელსაც სოციალურად
დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.
„ტრადიციულად ხვალ თორმეტ საათზე ვიწყებთ მსვლელობას. ნებისმიერ
მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს. ტრადიციულად დარიგდება
შემოწირულობები, რომელსაც შეჭირვებულ ოჯახებსა და ქვრივ-ობლებს
გადავცემთ“, - აღნიშნა მამა დიმიტრი ვეკუამ.
"ალილოს" ტრადიცია 2001 წელს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის
კურთხევით აღდგა.
მასალის გამოყენების პირობები