საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ ამავე კლუბის დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ
იყიდა. ინფორმაცია რადიო
„ათინათს“ თავად
ჯანაშიამ დაუდასტურა.
მისი თქმით, ის „ზუგდიდის“ 100%-იანი წილის მფლობელია. „რა თქმა უნდა,
ვგეგმავ სიახლეებსა და ცვლილებებს. პირველ რიგში გარკვეული
ცვლილებები ფეხბურთელებთან მიმართებით იქნება, სიახლეები შეეხება
მენეჯმენტსაც“, - დასძინა ჯანაშიამ.
ზაზა ჯანაშია ს.კ. „ზუგდიდში“ გასული წლის გაზაფხულზე მოვიდა. მაშინ
ყოფილმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლუბის ერთ-ერთი
ხელმძღვანელი თანამდებობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა
შესთავაზეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჯანაშია კლუბის 51%-იანი
წილის ყიდვას აპირებდა.
მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საფეხბურთო კლუბის 100%-იანი წილი
ჯანაშიამ ელექტრონული აუქციონის საშუალებით 61 000 ლარად
შეისყიდა.
ამავე თემაზე:
საფეხბურთო
კლუბი „ზუგდიდი“ გაიყიდა
ს.კ. „ზუგდიდის“
ვიცე-პრეზიდენტად ზაზა ჯანაშია ინიშნება
(ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები