დევნილთა პოლიკლინიკის ყოფილი თანამშრომლები გათავისუფლებას აპროტესტებენ (ვიდეო)
12:19 / 08.01.2018
ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის 11 თანამშრომელი სამსახურიდან
გათავისუფლებას აპროტესტებს
და აღდგენას მოითხოვს. ისინი აქციას დაწესებულებასთან დილიდან
მართავენ. მათ დირექტორისგან ოთარ შენგელიასგან იმ მიზეზების
დასახელება მოითხოვეს, რის გამოც მათ ხელშეკრულების ვადა აღარ
გაუგრძელდათ.
“ჩვენი გათავისუფლება არის უკანონო გადაწყვეტილება. წლებია აქ
ვმუშაობთ, არანაირი დარღვევა და გადაცდომა არ გვქონია, ვმუშაობდით
ისე, როგორც გვავალებდნენ“, - აღნიშნეს მათ.
თავის მხრივ, ოთარ შენგელია ამბობს, რომ ამ დროისთვის ხელშეკრულების
ვადა 9 თანამშრომელს არ გაუგრძელდა.
„5 მათგანი სამსახურებრივი გადაცდომის გამო გავუშვი სამსახურიდან, რაც
შეეხებ დანარჩენ ოთხ თანამშრომელს, გვაქვს ფინანსური კრიზისი და მე
მათ დავპირდი, რომ, როგორც კი პრობლემები მოგვარდება, აღვადგენ
სამსახურში“, - აღნიშნა შენგელიამ.
ადგილზე ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი ანი წითლიძეც
იმყოფებოდა. მისი თქმით, ის აქ ყოფილი თანამშრომლების თხოვნით მოვიდა
და მათ გათავისუფლებას ხელმძღვანელობისთვის სასურველი კადრების
მოყვანით ხსნის.
რეგისტრატურის თანამშრომლები, რომელთაც სამსახურიდან გათავისუფლების
შესახებ 4 იანვარს შეიტყვეს, ბრძოლის სამართლებრივი გზით გაგრძელებას
გეგმავენ.
ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორად ოთარ შენგელია გასული წლის
აგვისტოში დაინიშნა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში
აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა თამაზ ჯანაშიამ თანამდებობა პირადი
განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, საკადრო
ცვლილებას წინ მედიკოსებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები