სოხუმში დაბადებულ ინალ არძინბას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მრჩეველის ჩინი მიენიჭა
აფხაზეთში დაბადებულ ინალ არძინბას, ვლადიმირ პუტინის ბრძანების
თანახმად, მე-3 კლასის სახელმწიფო მრჩეველის ჩინი
მიენიჭა. ის დღემდე რუსეთის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოში დსთ-ს,
აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის
დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.
„აფსნიპრესის“ ცნობით, აღნიშნული ჩინი მოხელეს სამუდამოდ ენიჭება და
ის გენერალ - მაიორის სამხედრო წოდების ტოლფასია.
ინალ არძინბა აფხაზეთში 1990 წელს დაიბადა. 2014 წლიდან ის რუსეთის
პრეზიდენტის ადმინიტსრაციაში მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები