ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში საავტომობილო გზაზე მოძრაობა ავტოავარიის
გამო შეფერხებულია. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ერთმანეთს სამი,
მათ შორის ერთი სატვირთო, მსუბუქი და სადისტრიბუციო მანქანა
შეეჯახა.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები.
ჰოსპიტალის დირექტორის ნიკა ჭეჟიას ცნობით, საავადმყოფოში სამი
მგზავრი შეიყვანეს, ორ მათგანს გარეგანი დაზიანებები აღენიშნება,
მესამეს კი გამოკვლევები უტარდება.
ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად, ზუგდიდის მიმართულებით
არის შესაძლებელი.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია,
ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიცია. შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე
გამოძიება 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან
ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები