გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასული
წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემო
სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 40 ფაქტი
გამოავლინეს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სულ გასულ თვეს
მსგავსი 335 შემთხვევა დაფიქსირდა და ჯამში ამოღებულია უკანონოდ
მოპოვებული 452 კბ.მ ხე-ტყე.
მასალის გამოყენების პირობები