ენგურის ხიდთან იმ ოთხთვალა ურმების მფლობელები გაიფიცნენ, ვისაც
მგზავრები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ადმინისტრაციულ
საზღვარზე გადაჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ ვერ მუშაობენ, რადგან ამ
ტერიტორიაზე სამი მიკროავტობუსი მოძრაობს, რომელიც იმავე მარშუტს
სხვადასხვა კავშირის საშუალებით ასრულებს. ურმების მფლობელები
ამბობენ, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, პროტესტის უკიდურეს ფორმას
მიმართავენ.
მასალის გამოყენების პირობები