საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატების
მსურველთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.
გასაუბრებების ეტაპი, რომელიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, უკვე
დასრულებულია.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 7-მა
კანდიდატმა გამოთქვა. ისინი არიან:
1.აბულაძე დარინა 2. ლობჟანიძე გიორგი 3. მამულია რომან 4. ოთარაშვილი
ლია 5. ტოგონიძე ირმა 6. ქარქაშაძე ლადო 7. ჭანტურია ავთანდილ
გარდა ამისა, მაგისტრატი მოსამართლეობის სურვილი მესტიასა და
ჩხოროწყუში რამდენიმე აპლიკანტმა გამოთქვა.
ახალი მოსამართლეები ეყოლება ფოთის საქალაქო და სენაკის რაიონულ
სასამართლოებსაც.
კენჭისყრის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, დადგენილი არ არის, თუმცა რადიო
„ათინათს“ იუსტიციის უმაღლს საბჭოში სავარაუდო თარიღად 11 იანვარი
დაუსახელეს.
მასალის გამოყენების პირობები