2018 წლის 11 და 12 იანვარს ასოციაცია
„ათინათში“ ვორქშოფები ჩატარდა, რომელიც
მიზნად „დროის ბანკის“ არსის გაცნობასა და პოპულარიზაციას ისახავს.
მონაწილეები გაეცნენ „დროის ბანკის“ შექმნის ისტორიას, მის
მნიშვნელობას, ვებ–გვერდზე მუშაობის პრინციპებს და სხვ. მსურველებმა
რეგისტრაცია ადგილზე გაიარეს.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, „დროის ბანკი“ სამოქალაქო საზოგადოების
განვითარებისთვის საჭირო ასპექტს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს
ინდივიდებსა და ორგანიზაციებს შორის მომსახურეობის გაცვლას. ამასთან,
არის ორმხრივი მოხალისეობრივი ფორმა, რაც საბოლოოდ მიმართულია
სამოქალაქო საზოგადოების სოციალური კაპიტალის დაგროვებაზე.
„დროის ბანკის“ ვორქშოფებს რადიო
„ათინათის“ და ზუგდიდის ახალგაზრდული
ცენტრის „პიტა“ 33 წარმომადგენელი დაესწრო.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შესაძლებელია სამეგრელო–ზემო
სვანეთის რეგიონული ჰაბ–ის წარმომადგენლებს დაუკავშირდეთ შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
ვორქშოფები ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების
ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც სამეგრელო–ზემო სვანეთის
რეგიონში ჰაბ–ორგანიზაცია ასოციაცია
„ათინათი“ ახორციელებს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის
ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების
ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, განათლების განვითარების
და დასაქმების ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები