კრიმინალური პოლიციის ცენტრალურმა და სამეგრელოს დეპარტამენტებმა ნარკოდანაშაული გახსნეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსთან ერთად, განსაკუთრებით
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის
ბრალდებით ერთი პირი თბილისში დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ბუპრენორფინის
შემცველი ნარკოტიკული საშუალების 42 აბი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-6
ნაწილით მიმდინარეობს.
ფოტო: შსს
მასალის გამოყენების პირობები