აბაშაში, სოფელ კეთილარში მოკლული 28 წლის ირაკლი კეკელიას ცხედარს
მდინარე რიონში ამ დრომდე ეძებენ. როგორც
რადიო „ათინათს“ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უამინდობის მიუხედავად, სამძებრო
სამუშაოები არ შეწყვეტილა.
„ოთხი დღის წინ იყო ძლიერი ქარი და მაშველებმა მდინარეში შესვლა ვერ
მოახერხეს, თუმცა ნაპირზე ჩვეულებრივ მუშაობდნენ", - აცხადებენ
სამინისტროში.
რაც შეეხება მდინარეში მიმდინარე სამუშაოებს, საგანგებო სიტუაციათა
მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობის გამო წყლის დონემ მოიმატა
და ხილვადობა შემცირდა. ამ ეტაპზე მდინარეში სამძებრო სამუშაოები
დროებით შეწყვეტილია, თუმცა, უწყებაში ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე
აღდგება.
კეკელიას ცხედარს ორ კვირაზე მტია უშედეგოდ ეძებენ. ახალგაზრდა
მამაკაცის მკვლეობაში შსს-მ ორი პირი დააკავა. აღნშნულ საქმესთან
დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ
მკვლელობას გულისხმობს. ირაკლი კეკელია სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა
და მას შემდეგ იგი არავის უნახავს.
მასალის გამოყენების პირობები