NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
საკითხების ხუთეული
ეკონომიკური ხასიათისაა. კერძოდ, საველე სამუშაოების დრო გამოკითხულთა
54% მისთვის და მისი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად
სამუშაო ადგილებს ასახელებს, 35% - ფასების ზრდას/ინფლაციას, 30% -
სიღარიბეს, 25% - პენსიებს, 23% - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას.
გამოკითხულთა 23%-ისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორიული
მთლიანობაა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის საველე სამუშაოები 29
ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი
შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK
aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას კი
CRRC-საქართველო ხორციელდება.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.
მასალის გამოყენების პირობები