NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მასშტაბით გამოკითხულთა 37%
უმუშევარია და ჯერ კიდევ სამსახურის ძებნის პროცესშია. გამოკითხულთა
7% უმუშევარია
და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად ვერ ეძებს, 4%
არის უმუშევარი და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, 7% სტუდენტია,
13% კი დიასახლისი, 2% პენსიონერია და ეძებს სამსახურს, კიდევ 2% არის
პენსიონერი, უმუშევარი, მაგრამ ამჟამად ვერ ეძებს სამსახურს, 25 %
არის პენსიონერი და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით, 2%
არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის საველე სამუშაოები 29
ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული
ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი
შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი
ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას
ატარებს CRRC-საქართველო.
კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი +/- 1.9%-ია.
მასალის გამოყენების პირობები