ზუგდიდში იუსტიციის სახლთან მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს
დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით,
დაშავებული ქალია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით
დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის
წესების დარღვევას გულისხმობს. ამ დროისთვის ავტოავარიის გამომწვევი
მიზეზები უცნობია, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
მასალის გამოყენების პირობები