ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში
გალში შეხვედრა მიმდინარეობს. სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის
უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის თქმით,
ისინი კვლავ დააყენებენ საკითხს გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში
ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემის
შესახებ, ამასთან საუბარი შეეხება, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და
ბინადრობის მოწმობებთან დაკავშირებულ საკითხებს. გარდა ამისა,
შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებზეც
ისაუბრებენ.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმში ქართული,
აფხაზური და რუსული მხარეების გარდა ჩართულნი არიან ევროკავშირი, ეუთო
და გაერო.
მასალის გამოყენების პირობები