ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ პირველ საგანმანათლებლო
დაწესებულებებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ტენდერი
გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ზუგდიდში
პირველდაწყებითი ქალთა სასწავლებლის, წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოების პირველდაწყებითი ქართული სკოლის, პროფესიულ
სასწავლებლებისა და გიმნაზიის დაარსებაზე.
ფოტო: პედაგოგიური ინსტიტუტი 40-იან წლებში
ამავე დოკუმენტის თანახმად, ფილმი უნდა ასახავდეს ზუგდიდში პირველი
საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსების ისტორიულ მნიშვნელობას
1867-1917 წლებში და სალომე დადიანის როლს ზუგდიდში პირველდაწყებითი
ქალთა სასწავლებლის დაარსებაში.
მერიის განათლების განყოფილების მიერ გამოცხადებულ ტენდერში
წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყება და 24 იანვარს დასრულდება.
ფილმის გადაღებისთვის 5 000 ლარია გამოყოფილი და ის, სავარაუდოდ, 15
წუთიანი იქნება. გამარჯვებულმა კომპანიამ დოკუმენტური ნამუშევარი
ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა წარადგინოს.
მასალის გამოყენების პირობები