მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ
დღესთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წრივა
აღევლინება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს
-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, წმინდა სინოდის
წევრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სადღესასწაულო ლიტურგიას
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დიდი აიაზმის წესით, ნათლისღების წინა დღე წყლის კურთხევის დღეა, როცა
მორწმუნეები ერთდღიან მძიმე მარხვას ინავენ. ტაძრებში წყალი
ნათლისღების დღესაც ეკურთხება, რომლის სახლში წაღების საშუალება
მორწმუნეებს აქვთ.
წმ. სახარების თანახმად, მდინარე იორდანეში წმინდა იოანე
ნათლისმცემლის ხელიდან იესო ქრისტეს ნათლისღებისას მასზე სულიწმინდა
მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ხოლო ზეციდან ხმა გაისმა:
"ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვყავ".
მასალის გამოყენების პირობები