სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კამეჩები
მოქალაქეებმა შენიშნეს. ამის ამსახველი ფოტოები
რადიო
„ათინათს“ ერთ-ერთმა მათგანმა მოაწოდა.
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრში“ აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებიდან
შესაბამისი ჯგუფი ადგილზე რამდენიმე წუთში მალევე გავიდა, თუმცა
შინაური პირუტყვი ადგილზე არ დახვდათ და ვერც მოგვიანებით მიაგნეს.
მათივე ინფორმაციით, კამეჩები დღეს დილით ბოტანიკური ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. ისინი ზუგდიდდასუფთავების
თანამშრომლებმა ქალაქის ტერიტორიიდან სინწის მიმართულებით გარეკეს.
ცენტრში ასევე ამბობენ, რომ მათი დაჭერა ტექნიკურად სირთულეებთან არის
დაკავშირებული და ფიზიკურად ვერ მოხერხდებოდა.
მასალის გამოყენების პირობები