დასავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 - 23 იანვარს
საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა
დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს
ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
24 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს
ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია
ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსის ფარგლებში
იქნება. 25 – 28 იანვარს ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია
ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა
და ბარში დღის საათებში +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს.
მასალის გამოყენების პირობები