ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას თქმით, ყველა სააღმზრდელო
დაწესებულებაში ბავშვების კვება უზრუნველყოფილია. გოგიას განმარტებით,
ერთთვიანი ხელშეკრულება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფასთან
დაკავშირებით ერთ-ერთ კომპანიასთან უკვე გაფორმდა.
“მენიუში არ არის არავითარი კლება და ცვლილება. მანამდე დავდეთ
ერთთვიანი ხელშეკრულება. ტენდერი კი საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით
მიმდინარეობს“, - აღნიშნა მერმა.
რაც შეეხება იანვრის თვის ხელფასებს, გოგიას თქმით, რეორგანიზაციისა
და ახალი ააიპ-ის დაფუძნების შემდეგ ხელფასები თანამშრომლებს იმ
კონკრეტული რიცხვიდან ჩაერიცხებათ, როდესაც ხელშეკრულებები დადეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება დღეს
განაახლეს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდის
საბავშვო ბაღებში სწავლა 22 იანვარს დაიწყება
მასალის გამოყენების პირობები