დაუდგენელმა პირებმა სოხუმის მორგი გაძარცვეს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
თავდამსხმელებმა კარი შეამტვრიეს, მორგში შეაღწიეს და სეიფი გატეხეს.
„აბხაზია ინფორმის“ ცნობით,
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი გენადი
ბობუა მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
ადგილზე საგამოძიებო ჯგუფია მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები