მესტიაში მოკლული ენმ-ის წევრის მეუღლე: მკვლელს ვიღაცა ხელს აფარებს
მესტიაში 25 დეკემბერს მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახი გამოძიებას
უნდობლობას უცხადებს. ნიგურიანის მეუღლე სვეტლანა ნავერიანი
ვარაუდობს, რომ მისთვის გაურკვეველი პირები მკვლელს ხელს აფარებენ.
მისივე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავე კანონის
უმკაცრესი წესით დაისაჯოს.
„ისეთი რა გახდა ამ ქვეყანაზე, რომ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხდა
მკვლელის დაკავება. თუ არ მოხდება ჩემი მეუღლის მკვლელის დაკავება
უმოქმედოდ არ გავჩერდები, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და სამართალს
მაინც ვიპოვი. სვანეთი რთული რეგიონია, მაგრამ ხელს რომ ვინმე არ
აფარებდეს, შუა ზამთარში, ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში მარტო თავს
ვერ ირჩენს“, - ამბობს ნავერიანი.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილის დასაკავებლად ინტენსიური
საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი ლომარ ნიგურიანი
ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი
მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები