სამეგრელოსა და თბილისში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის
გარეშე შენახვა
გადაზიდვა-რეალიზაციის ორი ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ამის
შესახებ უწყება ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში და
სამეგრელოს რეგიონში ამოღებულია ჯამში 3 050 კოლოფი სხვადასხვა
დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის ღირებულება 10 000 ლარს
აღემატება.
გამოძიება საქართველოს სს კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე
ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას
4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები