სოხუმის № 10 სკოლაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც შენობის მეორე
სართულის ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. “აბხაზია ინფორმის“ ცნობით,
ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო
სამსახურმა ხანძრის ლოკალიზება 10 წუთში შეძლო. სკოლიდან ბავშვების
ევაკუირება დროულად მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ
დაზარალებულა.
საგანგებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ხანძარი
ელექტროგამანაწილებელი ფარის აალებას მოჰყვა. მიზეზად
ელექტროსადენების გატვირთვა სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები