ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად,
პირველადი ინფომაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა საცხოვრებელ
ბინაში რამდენიმე
წუთის წინ მოხდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს
ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე
წუთში მივიდნენ, თუმცა ბინა დამწვარი და 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი
დახვდათ.
არსებული ინფორმაციით, ის სახლში მარტო იმყოფებოდა.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 188-ე მუხლით
დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით
გულისხმობს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ჯერჯერობით, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები