ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში და სოფელ
რუხში
15,160 ღერი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს. მანამდე, სამართალდამცავებმა
მსგავსი ფაქტი აღნისნულ სოფელში ერთი კვირით ადრეც გამოავლინეს.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით,
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ. საქმეთა
მასალები სასამართლოს გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები