წალენჯიხაში გრანელის სახელობის პარკის სრული რეაბილიტაცია იგეგმება
წალენჯიხაში ტერენტი გრანელის სახელობის პარკის სრული
რეაბილიტაციისთვის 462 000 ლარი დაიხარჯება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ცნობით,
რეაბილიტირდება შადრევანი, მოეწყობა კალათბურთის, ჩოგბურთის, გოლფის,
სკეიდბორდის მოედანი. აღდგება ღია ამფითეატრი, მისასვლელი ბილიკები,
მოეწყობა ატრაქციონები, გამწვანება და გარეგანათებები.
პარკის რეაბილიტაციისთვის 440 000 ლარი რეგიონებში განსახორციელებელი
პროექტების ფონდიდიან, 22 000 ლარი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან
გამოიყოფა. ტენდერი შესასრულებელ სამუშაოებზე უახლოეს დღეებში
გამოცხადდება.
ტერიტორია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ,
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან და
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
მასალის გამოყენების პირობები