სოფელ მუჟავაში, აფხაზეთის ე.წ. საზღვართან ტაბელური იარაღიდან
გასროლის შედეგად დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის ადვოკატის როლანდ
შონიას
თქმით, საქმის ერთ-ერთ მოწმეზე, რომელიც იკითხება, ზეწოლა
ხორციელდება.
მისი ინფორმაციით, მოწმის დაკითხვა ჯერ სამხარეო პოლიციაში
მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი საოლქო პროკურატურაში გადაიყვანეს,
„მოწმის ნათესავებმა მაცნობეს, რომ ზეწოლა ხორციელდება მასზე. ისინი
დაუკავშირდნენ მას და უთხრა, რომ გამოდიოდა, თუმცა მას შემდეგ არ ჩანს
და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. აღნიშნული მოწმე ფაქტობრივ
გარემობებთან დაკავშირებით მიუთითა დაზარალებულმა“, - თქვა
შონიამ.
მისი ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარია ბექა რუსიას მეგობარზე,
რომელმაც ის მობილური, სადაც გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალა იყო,
რუსიების ოჯახს გადასცა.
აღნიშნულ კადრებთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო
პროკურატურაში სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების
შესაძლო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სს კოდექსის 333-ე მუხლის
მესამე ნაწილით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას
საფუძვლად მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და
ვიდეო მასალა დაედო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის
თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების ფაქტი.
წალენჯიხის სოფელ მუჟავაში ახალგაზრდა მამაკაცი სამეგრელო-აფხაზეთის
ე.წ. საზღვართან 26 ოქტომბერს გარდაიცვალა. მის ოჯახს გამოძიების
ვერსიის არ სჯერა. მათი მტკიცებით, საქმეში ერთზე მეტი პირის
დანაშაული იკვეთება. რუსიები საქმის ხელახალ გამოძიებას
მოითხოვენ.
ამავე თემაზე:
„რა დღეში ხარ“ - რუსიების ოჯახის ადვოკატი სავარაუდო მუქარაზე
საუბრობს
მასალის გამოყენების პირობები