მერთან შეხვედრით უკმაყოფილო გარემოვაჭრეები აქციებს აანონსებენ (ვიდეო)
15:45 / 31.01.2018
ზუგდიდის მერთან შეხვედრიდან გამოსული გარემოვაჭრეები უკმაყოფილოები
არიან. მათი მტკიცებით, მერიას მათთვის
ალტერნატიული ფართი ჯერ გამოყოფილი არ აქვს.
„გვითხრეს, ნაწილს ალიანსში შეგიყვანთო. იქაურ მოვაჭრეებთან როგორ
ვიმუშაობთ, როცა მათ ათასობით ლარის საქონელი აქვთ. არავითარ
შემთხვევაში არ გავჩერდებით და აქციებს განვაგრძობთ“, - თქვა მარინა
ფარულავამ.
თავის მხრივ, ჟურნალისტების კითხვაზე, რა შედეგით დასრულდა შეხვედრა,
ლაშა გოგიას თქმით, შედეგი არის ის, რომ ზუგდიდში გარევაჭრობა არ
იქნება.
„ჩვენ შევთავაზეთ მათ სხვადასხვა ობიექტზე ადგილი, ჯერ უარზე არიან,
მოლაპარაკებებს განვაგრძობთ სათითაოდ, თითოეულს გავესაუბრებით და ამ
გზით მივაღწევთ შედეგს“, - განაცხადა გოგიამ.
გარემოვაჭრეები კი საკუთარ პოზიციაზე რჩებიან და აქციებს აანონსებენ.
ისინი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობის გაგრძელების უფლებას
ითხოვენ.
მოგვიანებით, ზუგდიდის მერიამ გაავრცელა დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია,
რომ შ.პ.ს ზუგდიდის „სუპერმარკეტი“ გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, 3
თვის განმავლობაში, გარემოვაჭრეებს უსასყიდლოდ გადაეცეთ მათი
საქმიანობის შესაბამისი სავაჭრო ადგილები.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები